20:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 20:47:29, 383 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ჩხრეკებზე - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა - არ უნდა შევშინდეთ

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხი შეშინდეს და არ წავიდეს არჩევნებზე.

"ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება. ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის ჩაგდება ურნაში იმ ფორმით, როგორიც თვითონ ფიქრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics