22:01 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 23:14:01, 439 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22

ანკარაში, თურქული საჰაერო კოსმოსური კორპორაციის TUSAŞ-ის შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი ერლიკაიამ. მისი თქმით, ასევე დაიღუპა ორი ტერორისტი - ქალი და მამაკაცი. მათი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

 ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა მოხდა თურქეთის საჰაერო კოსმოსური კორპორაციის TUSAŞ-ის ობიექტზე. მისი თქმით, საუბარია ანკარაში, კაჰრამანკაზანის რაიონში არსებულ ობიექტზე. 

Haber-ის ცნობით, TUSAŞ-ის შენობასთან აფეთქებები გაისმა და ტერორისტებთან სროლა გრძელდება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები და ექიმები იყვნენ მობილიზებული.

თურქული CNN-ის ცნობით, ტერორისტებმა მანქანა ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და შესაძლოა შენობაში მძევლები იყვნენ.

TUSAŞ-ში ევრონიუსის ადგილობრივი ფილიალის წყაროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა კომპანიის შტაბ-ბინაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და თანამშრომლებს სამუშაო ადგილის დატოვება აეკრძალათ. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სროლა შენობის შესასვლელთან მოხდა.

თურქულმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის კადრების სკრინშოტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ სავარაუდო თავდამსხმელები დაიჭირეს. ერთ ფოტოზე ორი ადამიანი ზურგჩანთებითა და იარაღით შემოსასვლელის ტურნიკებთან არის დაჭერილი. სხვა სურათზე, ერთი მათგანი უკვე შენობაშია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics