2024-10-20 22:47:26, 404 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - "საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა "ევროპულ მარშზე" განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ერთი მიზანი აერთიანებთ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით:
"20 ოქტომბრის მარში მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს ერთი მიზანი: საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. საქართველო შედის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში, ამიტომ ყველანი ვდგავართ ერთად. ადრე თუ არჩევნები იმართებოდა იმაზე, თუ რომელი პარტია იქნებოდა ხელისუფლების სათავეში, ახლა არჩევნები ტარდება, რათა გადაწყდეს, სად იქნება საქართველო: ევროპაში თუ ქოცურ-რუსულ იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ეს მარში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,