|
2016-02-23 19:31:06, 770 ნახვა
სამხედრო
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მორიგი ღონისძიება გაიმართა
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მორიგი ღონისძიება გაიმართა. სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ლექცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესახებ წაუკითხა. კადეტებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და დასავლურ ღირებულებებზე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე ესაუბრა. ღონისძიების დასასრულს კადეტებმა გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოები ლიცეუმის სხვადასხვა კორპუსის კედლებზე განათავსეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოწყობილი, გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველ გამოფენა ქალაქ ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაათვალიერეს. ლიცეუმი განაგრძობს ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ღია კარის დღეების გამართვას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით ახორციელებს.
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)