|
2024-10-09 14:17:21, 301 ნახვა
საზოგადოება
კალაძე იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე - მიხარია გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო - ვულოცავ საქართველოს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უამრავი მსგავსი ქველმოქმედება აქვს გაწეული ბოლო წლების განმავლობაში. „მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან. მან ჩვენ შეგვაჩვია ამ ტიპის ქველმოქმედებას. უამრავი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის სასიკეთო საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. სიკეთისა და კარგი საქმეების კეთება გადამდები უნდა იყოს. შეიძლება ყველა არ იყოს მდიდარი ადამიანი, მაგრამ სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ეს ძალიან მაგარია და ათმაგად, ასმაგად კიდევ უფრო მეტი პოზიტივით დაგიბრუნდება უკან. ასე რომ, მიხარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო და ვულოცავ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)