11:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 14:05:32, 424 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ ვიცი, ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი თუ ჰყავს

ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს.

“არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელიმე ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ.

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics