22:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 15:28:36, 462 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ ემხრობა

ტესტირების ჩატარება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საქმეებში არ ერთვება

"არსებობს სტრუქტურა, მათ შორის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ რეალურად ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს არა პიარულად, არამედ საქმიდან გამომდინარე. ჩვენ ამ საქმეში ჩარევის ნაკლები რესურსი გაგვაჩნია, არც უნდა გაგვაჩნდეს. მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საქმეებში არ ერთვება. ვფიქრობ ეს ბრალდებები არის ჰაერიდან მოტანილი.

ტესტირების ჩატარება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამიტომ, მამუკა ახველდიანის გადაწყვეტილებას არ ვემხრობი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics