04:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 10:16:56, 410 ნახვა

მსოფლიო
ჰარისი - აშშ-ს აქვს უფლება, ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმაროს

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში,-  ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

ჰარისმა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიში დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. 

"მე ცალსახად ვგმობ ამ თავდასხმას. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. ირანი არ წარმოადგენს საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის, ირანი ასევე არის საფრთხე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგიონში. აშშ არასდროს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ",- განაცხადა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics