2024-10-01 10:05:02, 389 ნახვა
მსოფლიო
CNN - ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებულ იერიშს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებული იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა სირიელი ტელეწამყვანი საფაა აჰმედი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, იერიშის შედეგად კიდევ 9 პირია დაშავებული.
როგორც სირიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელის სამხედროებმა დამასკოზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და თვითმფრინავებით, ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე “ოკუპირებული გოლანის მაღლობების მიმართულებიდან განახორციელეს“.
“ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათი უმეტესობა ჩამოაგდეს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,