|
2024-09-25 13:17:04, 298 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მაგისტრალური სარწყავი არხის მონაკვეთი გაიწმინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა. “სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 13 სოფლის (შალაური, კისისხევი, ნასამხრალი, წინანდალი, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი) დაახლოებით 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)