15:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 21:23:07, 408 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს

ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება.

"ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაეროს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის გენოციდი და თქვათ „შეაჩერე“ ამ ჩაგვრის და ამ ბარბაროსობის მიმართ?

რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც მთელ რეგიონს ომში ითრევს თავისი პოლიტიკური წარმატებისთვის? ისრაელის მთავრობა ახორციელებს ეთნიკურ წმენდას, აშკარა გენოციდს ერის წინააღმდეგ, რომელიც ვერ სარგებლობს ადამიანის ძირითადი უფლებებით და იკავებს მის მიწებს. როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა 70 წლის წინ, ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი ასევე უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics