16:46 - 15 Jun, 2026
|
2024-09-21 16:59:11, 413 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვი და 7 ქალია. “ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის ორგანიზაციის 16 წევრი იყო, მათ შორის, მაღალი რანგის ლიდერი იბრაჰიმ აქილი და კიდევ ერთი მეთაური, აჰმედ ვაჰბი, რომელიც ღაზას ომის დროს “რადვანის“ სპეციალური ძალების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, ისრაელმა ბოლო ორ თვის განმავლობაში მეორედ მიიტანა საჰაერო იერიში “ჰეზბოლას“ ლიდერებზე. ივლისში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაჯგუფების უმაღლესი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)