13:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 13:45:23, 347 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელი დაჯილდოვდა

შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ თანამშრომლები მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა. დავით ფაჩულიამ ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა.

“დღეს ჩვენი კომპანიის დაარსების დღეა. 17 წელია, რაც “თბილსერვის ჯგუფის“  თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან დედაქალაქს. თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენს მუნიციპალურ კომპანიაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნების, პოლიგონებისა და სხვა მიმართულებით ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ღამის განმავლობაშიც უწევთ სამუშაოს შესრულება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქალაქისთვის“,- აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეული სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics