21:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 12:02:38, 382 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა - მიზეზი ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევაა

შეერთებულმა შტატებმა დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში იყო ჩართული,  სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას, გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს.

"საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, "სამხრეთ ოსეთში" და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს", - აღნიშნული დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics