14:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 20:42:30, 382 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში, სადაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კამპანიას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ზუგდიდში, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრები წინასაარჩევნო კამპანიას მართავდნენ თავს დაესხნენ.

როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს.

ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში მობილიზდა სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც.

მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ - დაპირისპირება, მუქარა დარტყმა... ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics