21:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 13:57:59, 304 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ მთავრობა მზად არის სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც „მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე".

მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები - „გამჭვირვალობის კანონსა", თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია.

„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია თვალებში ნაცრის შეყრა, „გამჭვირვალობის კანონის" რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათო.

არაერთხელ განვაცხადეთ და ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics