|
2024-09-17 15:21:13, 368 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენი საერთო ამოცანაა, არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს რაც შეეხება - ჩვენი საერთო ამოცანაა, შევინარჩუნოთ არსებული 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რადგან ის სიკეთეები, რომლებიც ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში გვქონდეს, პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ განაცხდა. კონფერენცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიებაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი იყო. ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის ძალიან სასარგებლოა ბიზნესთან დიალოგი, რათა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სინქრონში იყოს და იაზრებდეს ბიზნესის საჭიროებებს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში ეს დიალოგი განსაკუთრებით ნაყოფიერია, რაც ეკონომიკურ შედეგებშიც აისახა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ აქცენტებზე, ეკონომიკური ზრდის არსებულ ტენდენციებსა და მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებზე. “რაც შეეხება ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებას, ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. მომავალ წლებში გვექნება მაღალი კაპიტალური დანახარჯები ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, შევინარჩუნებთ კაპიტალური ხარჯების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ, 8%-იან ნიშნულს, ეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წყაროა და ჩვენი მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. ამ მხრივ, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალური დანახარჯები ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული. ჩვენ დავინახეთ, თუ რით იყო განპირობებული ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია, ანუ ჩვენს ეკონომიკაში არის გარკვეული სტრუქტურული გაუმჯობესების და პროდუქტიულობის გაზრდის ნიშნები", - აღნიშნა დავითაშვილმა. მინისტრმა ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკის შესანარჩუნებლად მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ძირითადი აქცენტი ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული - ეკონომიკის სტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და შემდგომ ზრდაზე ორიენტირებული. “ასევე, რა თქმა უნდა, უფრო გრძელვადიან პერიოდში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ პროდუქტიულობის ზრდაზე, ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)