|
2024-09-16 13:36:18, 318 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმემილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული
სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმემილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართული ოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს. კალაძის თქმით, „ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება". „პასუხი არის მარტივი - ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენ მივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოს კარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდება ამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდა უთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთი სული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და უკრაინას ადარებდნენ ვითარებას, გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კი ზედმეტია საუბარი“,- განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობას. „დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა კობახიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)