00:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 12:26:11, 335 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - მოვითხოვთ, ივანიშვილმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" "რუსეთის ინტერესების გამტარებლად გადაიქცა".

"ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ შეძრა სრულიად საქართველო და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული. 

სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა მოიხადონ ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა",- თქვა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics