12:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 11:36:14, 705 ნახვა

ომი უკრაინაში
დილით ბელგოროდი დაიბომბა

დილით ბელგოროდი დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია რვა მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ-ერთი დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ“, – განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დეპეშაში.

მისივე თქმით, პირდაპირი დარტყმის შედეგად კერძო სახლს და 15-ზე მეტ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

„ერთ-ერთ მისამართზე მივედი, სადაც სახლი მთლიანად დამწვარი იყო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა: სირენის ხმა დროულად გაიგეს და აბაზანას შეაფარეს თავი. ხანძარი რომ გაჩნდა, მეზობლები გამოვიდნენ დასახმარებლად - ნანგრევები სწრაფად გაწმინდეს და ქუჩაზე გადასასვლელი გაასუფთავეს“, - წერს გუბერნატორი.

ბელგოროდის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, როგორც გლადკოვის გზავნილიდან ჩანს, მინები ჩამსხვრეულია. ადგილობრივი არხები ქალაქში დაზიანებული მაღლივი კორპუსებისა და ხანძარი მანქანების ფოტოებს აქვეყნებენ.

ბელგოროდის მერი ვალენტინ დემიდოვი ტელეგრამის არხზე ქალაქის დაბომბვის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, დაზიანდა 27 ბინა 21 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ასევე 15 ავტომობილი (ადგილობრივი არხები ადრე აქვეყნებდნენ ხანძრის ამსახველ ფოტოებს).

მერმა, გუბერნატორის შემდეგ, რვა დაჭრილის შესახებ განაცხადა. მძიმედ დაშავებული ქალი საოპერაციოშია - ხელები და ფეხები აქვს დაზიანებული, განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ანდრეი იკონნიკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics