20:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 12:57:58, 385 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - 2 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდ დონალდ ტრამპთან, იგი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად

2 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა ამერიკის შეერთბული შტატების  პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან, იგი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად, - ამსი შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხდა.

ზელენსკის თქმით, მას სურს ომის დასრულების თავისი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუზიაროს. 

ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის განცხადებებზე, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ესმის ამ განცხადებების, რადგან არ იცის დეტალები და არ იცის, თუ რას გულისხმობდა ტრამპი.

„თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო გზავნილები არის წინასაარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი მთლად რეალური არ არის. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, გვანერვიულა ჩვენი ხალხის გამო. თუმცა მე მქონდა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან და მან თქვა, რომ ის ძალიან მხარდამჭერია, ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი. ვგულისხმობ ორი თვის წინანდელ საუბარს. მას ესმის, რა რთულია გადარჩე ომის დროს და ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ მე მინდა გავუზიარო მას ეს გეგმა, რომ მოვისმინო მისი რეაქცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბევრი რამ დამოკიდებულია კონგრესზე, ამიტომ ის თავის გეგმას იქაც წარადგენს. ამის შემდეგ კი გეგმა ხალხისთვის გახდება საჯარო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics