2024-09-13 13:14:49, 350 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა.
"2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,