|
2024-09-12 20:27:00, 356 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ სამშობლოში დაბრუნებულ პარასპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
სამშობლოში დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ღონისძიებაზე პარალიმპიელებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. "გვახსოვს, რამხელა იმედით გაგაცილეთ და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ ამ უდიდეს, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო წარმატებას, რაც კი აქამდე მოგვიპოვებია პარალიმპიადაზე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ასე გაახარო და გააერთიანო მთელი საქართველო. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მე იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამარჯვების მოწმენი გავხდებით. ამ გამარჯვებების უკან ვხედავთ თქვენს უდიდეს ძალისხმევას. წლების განმავლობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და მესმის, რამხელა შრომა, ნებისყოფა და სულისკვეთებაა საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას. ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხადაჭერას სპორტის მიმართ. "ამავე დროს, ვხედავთ და გვეამაყება სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგიც. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც გამოიჩინა თქვენ მიმართ და ზოგადად, რა დამოკიდებულებაც არის სპორტის მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, ეს იქნება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების წახალისება თუ მადლიერების გამოხატვა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი წარმატებები, პირადი შედეგის გაუმჯობესება და წინსვლა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)