22:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 09:18:56, 390 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების საკითხი ახლა მუშავდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს გზაზე, რათა მოხსნას შეზღუდვები უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში შორი დისტანციური იარაღის გამოყენებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებს არ სურს, მიაწოდოს ან დაუშვას იარაღის გამოყენება, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მიყენება შეუძლია, რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

"კიევის სხვა მოკავშირეები აწვდიან იარაღს, მაგრამ შეზღუდვებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, იმ შიშიდან გამომდინარე, რომ ასეთმა დარტყმებმა შეიძლება შურისძიების პროვოცირება მოახდინოს, რაც ნატოს ქვეყნებს ომში ჩაითრევს, ან ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს", - წერს Reuters-ი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics