20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:35:40, 300 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - როცა „დინამო არენას“ ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ჩვენ ხელს შევუწყობთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კითხვაზე, მიმართა თუ არა „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ თბილისის მერიას რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ რაიმე სახის ნებართვაზე, კახა კალაძის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობა იქნება.

„პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics