20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 12:52:12, 317 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics