00:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 17:16:33, 471 ნახვა

მსოფლიო
Reuters - საფრანგეთში ათასობით ადამიანი ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს

საფრანგეთში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც მაკრონმა უარი განაცხადა “ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის დანიშვნაზე, რომელიც ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობდა, მემარცხენეები მაკრონს დემოკრატიის უარყოფასა და არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ.

ულტრამემარცხენე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კომპანია Elabe-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 74% მიიჩნევს, რომ მაკრონმა უგულებელყო არჩევნების შედეგები, ხოლო 55% თვლის, რომ მან მოიპარა არჩევნები.

მთავრობის მეთაურის რანგში პირველ ინტერვიუში, ბარნიემ განაცხადა, რომ მის მთავრობაში, რომელსაც მკაფიო უმრავლესობა არ გააჩნია, შევლენ კონსერვატორები, მაკრონის პარტიის წევრები და, იმედოვნებს, რომ მემარცხენეებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics