07:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 12:08:42, 315 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოში შეხვდა

საქართველოში ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს.

"ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.

აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics