|
2016-02-19 13:11:58, 415 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ტერორიზმის დასამარცხებლად, საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს
„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანიძემ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანელიძემ აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება ახლა დარტყმების წინააღმდეგ, სამხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მოითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო თურქრეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობას გააღრმავებენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ. „ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, - განაცხადა მინისტრმა. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რომელიც გულისხმობს 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკულ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. ამასთან, ჯანელიძემ თურქ კოლეგას ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)