10:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 13:15:27, 316 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - სანქცირებული სასამართლოს იმედი რომ არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში - ეს ყველასთვის გასაგებია

სანქცირებული სასამართლოს იმედი რომ არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში ეს ყველასთვის გასაგებია - 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს იქნება რუსული კანონი,- ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გამჭვირვალობის კანონის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაძის განცხადებით, “ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს “ქართულ ოცნებას“.

“ამ ქვეყანაში სანქცირებული სასამართლოს იმედი  არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში ალბათ ეს ყველასთვის გასაგებია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით მინიმალურია, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს იქნება რუსული კანონი. ამიტომ ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას რუს ოლიგარქ  ივანიშვილს და ყველა ის, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური კანონი  იქნება გაწვეული და ქვეყანა დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, ევროპულ გზაზე და ამ ადამიანებს, ქვეყანაში ექნებათ ყველა ის საშუალება და ბერკეტი, რომელიც სწრაფად წაგვიყვანს წინ ევროპისკენ“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, გამჭვირვალობის კანონის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics