14:45 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 09:16:45, 466 ნახვა

მსოფლიო
ობამა - ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ 4 წლით პრეზიდენტობა

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ 4 წლით პრეზიდენტობა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.

ობამას თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რთული ბრძოლა იქნება. მან მოუწოდა მხარდამჭერებს იბრძოლონ ისეთი ქვეყნისთვის, რომლისაც სჯერათ.

“ჩვენ არ გვჭირდება კიდევ 4 წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი უარესია ხოლმე. ტრამპი გახლავთ 78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე, მას შემდეგ, რაც ცხრა წლის წინ თავის ოქროს ესკალატორზე დადგა.

ეს მუდმივი ჩივილისა და უკმაყოფილების ნაკადი ახლა უარესი გახდა, რადგანაც მას ეშინია კამალა ჰარისთან მარცხის. ტრამპის ბავშვური ზედმეტსახელები, კონსპირაციის თეორიები, მხარდამჭერების რაოდენობის უცნაური აკვიატება. ამერიკა მზადაა, ახალი ფურცლის დასაწერად. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვის, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის. ახლა ჩვენი ბრძოლის დროა ისეთი ამერიკისთვის, რომლისაც ყველა ჩვენგანს სჯერა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა

მსოფლიო გვაკვირდება, შევძლებთ თუ არა ამის მიღწევას. არც ერთი ქვეყანას და არც ერთ საზოგადოებას არასდროს უცდია, აეშენებინა ისეთი დიდი და მრავალფეროვანი დემოკრატია, როგორიც ჩვენ გვაქვს. როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს, სამყარო უფრო ნათელი ხდება, როდესაც არ ვიცავთ კი ის უფრო მოღუშულია.

აშშ-ს არ უნდა იყოს მსოფლიოს პოლიციელი, ჩვენ ვერ ამოვძირკვავთ მთელ ძალადობას და უსამართლობას, მაგრამ ამერიკას შეუძლია და უნდა იყოს კეთილი ძალა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტებს, ებრძვის დაავადებებს. წინ წევს ადამიანის უფლებებს, იცავს პლანეტას კლიმატის ცვლილებისგან, იცავს თავისუფლებას, ამყარებს მშვიდობას. სწორედ ამის სჯერა კამალა ჰარისს და ყველა ამერიკელს”,- აღნიშნა ობამამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics