|
2016-02-18 16:29:23, 760 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდი“ ქათმის ხორცის მენიუს ყოველდღიურად ახალი ქართული ქათმის ხორცით მოამზადებს
ხვალ, 19 თებერვალს, 12 საათზე 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში „ვისოლ ჯგუფი“ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის პრეზენტაციას მართავს. „ვენდის“ ამერიკული რესტორანი ქათმის ხორცის იმპორტს კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ ბიუსთან“ ერთად 100%-ით ქართული ქათმის ხორცით ანაცვლებს და ერთგულ მომხმარებელს ყოველდღიურად ახალი, ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ მენიუს შესთავაზებს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. ცნობისთვის, „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციაივის ფარგლებში ამიერიდან გრილზე შემწვარი ქათმის ვრეპი, გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი, ცხარე ქათმის ვრეპი, ცხარე ქათმის ბურგერი, ნაგეთსები, ნაგეთსბურგერი, სალათი ცეზარი გრილზე შემწვარი ქათმით და სალათი ცეზარი ცხარე ქათმით ქართული ქათმსი ხორცით დამზადდება.
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)