|
2016-02-18 16:03:42, 600 ნახვა
სამართალი
მოჩოკოკო აგვისტოს ომის გამოძიებაზე: ჩვენ არ გვაქვს ეჭვმიტანილების ან სამიზნეების სია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლის ფაქისო მოჩოკოკოს განცხადებით, გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება მტკიცებულებების შეგროვებას და დამოკიდებული იქნება რესურსებზე, უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე. მოჩოკოკოს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების დრო მნიშვნელოვნად განპირობებული იყო, ქვეყნის შიგნით წარმოებული გამოძიების ტემპით და საბოლოო ჯამში, მისი ნაკლებობით. ამასთან, მისივე თქმით, ბრალის წაყენება შეეძლება სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაშაულებთან მიმართებაში, განურჩევლად იმისა, თუ რა ეროვნების იქნებიან სავარაუდო დამნაშავეები ან რომელ მხარეს მიეკუთვნებიან ისინი. „თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის მოვლენების გამოძიებას მხოლოდ ახლა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია საპროცესო ქმედების განხორციელება თუ ქვეყნის ხელისუფლება თავად აწარმოებს (ან აწარმოა) საპროცესო ქმედებებს ეროვნულ დონეზე. საქართველოში ამას ადგილი ჰქონდა გასული წლის დასაწყისამდე. ამგვარად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების დრო მნიშვნელოვნად განპირობებული იყო, ქვეყნის შიგნით წარმოებული გამოძიების ტემპით და საბოლოო ჯამში, მისი ნაკლებობით. რაც შეეხება იმ სავარაუდო დანაშაულებს, რომლებსაც გამოძიება შეისწავლის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმის მიხედვით თუ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს ოფისი, მე, როგორც პროკურორს, შემეძლება ბრალის წაყენება სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაშაულებთან მიმართებაში, განურჩევლად იმისა, თუ რა ეროვნების იქნებიან სავარაუდო დამნაშავეები ან რომელ მხარეს მიეკუთვნებიან ისინი. გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება მტკიცებულებების შეგროვებას და დამოკიდებული იქნება რესურსებზე, უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე. როდესაც ამის დრო მოვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს შუამდგომლობით მივმართავ, რათა მათ გასცენ იმ პირთა დაკავების ან სასამართლოში გამოცხადების ბრძანება, რომლებიც მიჩნეულნი იქნენ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირებად ჩვენი დამოუკიდებელი გამომძიებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძალაზე დაყრდნობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გამოძიებას არ ვიწყებთ კონკრეტული ეჭვმიტანილების გათვალისწინებით. ჩვენ არ გვაქვს ეჭვმიტანილების ან სამიზნეების სია. აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ ჩვენი გამოძიების დასასრულს, მას შემდეგ რაც შევაგროვებთ და განვიხილავთ ყველა საჭირო მტკიცებულებებს, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნებიან ეჭვმიტანილები“, - აღნიშნა მოჩოკოკომ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)