|
2024-08-08 13:16:56, 408 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი - ამას უარყოფს პუტინის რუსეთი და ჩვენი ხელისუფლებაც იმავე ნარატივს იმეორებს
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს, არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაც იმავე ნარატივს იმეორებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლება. "მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს, არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იმეორებს კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ ჩვენი ერთიანობით ცვლილებებს და ჩვენს ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის ამ მავნებლურ გზავნილებს",- აცხადებს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)