|
2024-08-08 11:41:00, 421 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ დაკარგა
მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "უნდა იქნას გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში". "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს და ვხედავთ ჩვენ, რომ სინამდვილეში, მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა. აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ? და დღეს რომ ჭირისუფლები აქ არიან, ისინი აქ არ არიან, არ ფიქრობენ ამაზე? ეს არის ზუსტად თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი... ზუსტად ეს უნდა იქნას გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში",- თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)