03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 18:57:15, 725 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - F-16-ები უკრაინაშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიიღო. 

ზელენსკი პარტნიორებს დამხარებისთვის მადლობას უხდის.

"F-16-ები უკრაინაშია. მადლობელი ვარ, ბიჭებო, ვინც ამ თვითმფრინავების მართვა ისწავლეთ და ჩვენი სახელმწიფოსთვის მათი გამოყენება უკვე დაიწყეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს ამ შედეგისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც F-16-ით გვეხმარებიან და პირველ სახელმწიფოებს, რომლებმაც ჩვენი თხოვნა ისმინეს - დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს და ყველა ჩვენს პარტნიორს - ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.

და ვუსურვებ ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს ჯარისკაცს, იგრძნონ სიამაყე ჩვენს საბრძოლო ავიაციაში და უკრაინას მოუტანონ ზუსტად ისეთი საბრძოლო შედეგები, რომლებიც დააახლოებენ ჩვენს გამარჯვებას - ჩვენს სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის.

დიდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს! დიდება ჩვენს ხალხს! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics