|
2024-08-03 14:12:26, 439 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“
დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, რეალურად თუ გინდა ნახო, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანებს უნდა დაელაპარაკო. “იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, “ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, იქიდან, სადაც მილიონებს შოულობენ ამასთან ერთად და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა მთელ საქართველოში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო დაისადგუროს ისეთმა ცხოვრებამ, სადაც რეალურად მშრომელი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)