2024-08-03 12:40:35, 411 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე Fox News შეთავაზებას დათანხმდა.
მზადყოფნას გამოთქვამ რომ ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს გაიმართოს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ზე დაწერა.
“დავთანხმდი Fox News-ს, რომ დებატები კამალა ჰარისთან 4 სექტემბერს მქონდეს. მანამდე, დებატები ჩანიშნული იყო მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ABC-ზე, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე ვაწარმოებ სასამართლო პროცესს ABC Network-ისა და ჯორჯ სტეფანოპულოსის წინააღმდეგ, რითაც ვქმნი ინტერესთა კონფლიქტს. დებატების წესები იქნება მსგავსი, რაც იყო მძინარე ჯოსთან, რომელსაც საკუთარი პარტია ცუდად მოექცა. თუმცა, აუდიტორიის დასწრებით“,- აღნიშნავს ტრამპი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,