18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 11:48:50, 385 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics