2024-07-31 08:51:50, 450 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.
ამას შესახებ The Times Of Israel-ი იტყობინება.
როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, “ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად და “მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.
შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი გუშინ, 30 ივლისს დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ფუად შუქრი გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,