|
2016-02-17 19:25:08, 540 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სავარაუდოდ, სხვისი პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს კენჭისყრაში ფიზიკურად არ მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ხმა დაფიქსირდა ანი მიროტაძე, გოგი ლიპარტელიანი, ირაკლი სესიაშვილი, ნანა ყეინიშვილი და მარიკა ვერულაშვილი დაასახელა. „კენჭისყრის პროცესში მე დამიკავშირდა ჩვენი კოლეგა, ქალბატონი ხათუნა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და ამასობაში კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთობლივად გადავამოწმეთ ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ ზოგი მათგანი იმყოფება და მონაწილეობს, მაგალითად ბატონი ვახტანგიშვილი, ბატონი ოქრიაშვილი, ბატონი ჟვანია ბატონი სოსო ჯაჭვლიანი იყო და არ ვიცი სად არის ახლა, ქალბატონი ელისო ჩაფიძე იყო და არ არის. რაც შეეხება კოლეგებს, მიროტაძე, ლიპარტელიანი, სესიაშვილი, ყეინიშვილი, ვერულაშვილი, ესენი ვერ დაფიქსრიდნენ ვერც დარბაზში და ვერც მოწმეებში. ასე რომ მე გთხოვთ გავარკვიოთ ეს საკითხი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)