21:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 14:45:15, 304 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „TV პირველს" - სასამართლო გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, "TV პირველს" მოუწევს  სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ამისშესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მისივე განმარტებით, აბსურდია ტელეკომპანიის მიერ გამოთქმული ვარაუდი, თითქოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში  განცხადების შეტანა  ძვირადღირებული საათების დეკლარაციაში ასახვის შესახებ ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება. 

"სანამ რაიმეს იტყვით, უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ ტელევიზია და გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა. 

მას შემდეგ, რაც მე მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენ მიერ იყო გასაჩივრებული ყველა ინსტანციაში, გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში თქვენგან იყო ნული რეაგირება, არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ. შესაბამისად, გიწევთ პასუხისგება. თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა დააკავშიროთ ყველაფერს, ისევე როგორც ჩიტაძის ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ და აქციებს დააკავშირეთ, პარლამენტის წინ ტერიტორიის მოწესრიგება დავიწყეთ და ასევე აქციებს დააკავშირეთ. ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. პირველ რიგში უნდა უარყოთ და მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებთ", - განაცხადა  კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics