02:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 13:44:47, 715 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს

უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით, უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს სამხედრო ტექნიკის მომავალი მიწოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

ესპანეთი აპირებს, უკრაინას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ჰოვქი“, რომელიც სექტემბრისთვის განთავსდება და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვის პოტენციალს.

ცნობილია, რომ ზაფხულის განმავლობაში უკრაინას 14 ერთეულ „ლეოპარდ 2A4“-ის ტიპის ტანკს დანია და ნიდერლანდებიც გაუგზავნიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics