22:35 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 10:45:09, 390 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა.

აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან კახა ცერცვაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.  

“ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, რასაც ემატება მაღალი ტემპერატურა. მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობისას. ნებისმიერმა დაუდევრობამ შესაძლოა ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში”, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics