01:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 11:53:34, 731 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - გერმანიის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის მხარეს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის 80-წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობაა.

"ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, გერმანიისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ადგილი ამ სიტუაციაში - უკრაინის მხარეზე. 2024 წელს ჩვენ არ შეგვიძლია აღვნიშნოთ 20 ივლისი უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია, წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის კრიმინალურ, აგრესიულ ომს",- განაცხადა შოლცმა.

მან გერმანიის მოქალაქეებს დემოკრატიის დასაცავად სიფხიზლისკენ მოუწოდა.

"დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეების მონაწილეობაზე, ერთმანეთის პატივისცემით მოპყრობასა და ყველა სახის მიზანთროპიისა და ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. ვინც იბრძვის ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, ყოველთვის შეხვდება ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას",- თქვა კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics