|
2024-07-17 15:56:23, 546 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი - მანიაკური მკვლელობის კულტის ქართველი ლიდერი მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დააკავეს მანიაკური მკვლელობის კულტის (MKY) ლიდერი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩხიკვიშვილის დაკავება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე წლის 6 ივლისს მოხდა, ბრალი კი, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის ფედერალურმა სასამართლომ 4 მუხლით წაუყენა. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაემგზავრა და იქ ყოფნისას ბებიასთან დარჩა. მან სასაზღვრო ორგანოებს მიაწოდა ბებიის მისამართი ბრუკლინში, როგორც მისი მისამართი შეერთებულ შტატებში. უწყების ცნობით, სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით - ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი იყო, მაგრამ ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ ის სინამდვილეში FBI-ის თანამშრომელს წარმოადგენდა. დაახლოებით, 2023 წლის ნოემბრიდან ჩხიკვიშვილი სთხოვდა აღნიშნულ პირს, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, 2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს. "სქემა მოიცავდა შემდეგს: ინდივიდი სანტა-კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას", - ნათქვამია განცხადებაში. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა იმაზე დიდი, ვიდრე ანდრეს ბრეივიკის მიერ 2011 წელს ნორვეგიაში მოწყობილი, რამაც 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)