02:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 16:56:44, 539 ნახვა

პოლიტიკა
„მადლობა ქართველი ხალხის მიმართ თქვენი თავდადებისთვის“ - ზურაბიშვილი მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით დღეს, 15 ივლისს აირჩიეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics