2024-07-16 11:52:54, 511 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს დევიდ ვენსი - ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა
2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ის შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი, ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აცხადებს.
სენატორის თქმით, წარსულში მისი სკეპტიციზმი "ახლა შეიძლება უპირატესობა იყოს".
"ამას არ ვმალავ. რა თქმა უნდა, 2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და მან აზრი შემაცვლევინა",- ამბობს ჯეიმს დევიდ ვენსი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,