2024-07-11 17:45:20, 657 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - რუსეთის და ნატოს პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა შემაშფოთებელია
ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა ეჭვგარეშე შემაშფოთებელია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია, აღნიშნულ საკითხზე "აწონილ-დაწონილი და გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა" არსებობდეს.
"ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა ეჭვგარეშე შემაშფოთებელია. შეგნებულად უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, ამ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თურქეთს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია, ამ საკითხზე გვქონდეს აწონილ-დაწონილი და გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა",- განაცხადა ერდოღანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,