05:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 16:19:25, 559 ნახვა

პოლიტიკა
„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს, 11ივლისს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოძრაობა, სახელწოდებით "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს.

მოძრაობის დამფუძნებლების განცხადებით, 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში კამპანია - "100 დღე გამარჯვებამდე" ჩატარდება.

"დღეს ფუძნდება სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა"... დღეს, ჩვენი ხელისუფლება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ე.ი. უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება... 

18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ახალი ერთობა მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში გაშლის კამპანიას - "100 დღე გამარჯვებამდე",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ხათუნა ლაგაზიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics